2020-10-14 11:00:37, 1506 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამჟამად 109-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 13 521 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 159-ს შეადგენს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან