|
2020-10-13 14:47:54, 698 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - ზურაბ ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, „სიაფანდი“ თამაშები ერთმანეთში ითამაშონ
ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის-საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვას ეხმაურება. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ერთმანეთში „სიაფანდ“ თამაშებს თამაშობენ. „ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს - აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად „კარტოგრაფების საქმე“ და სამწუხაროდ, როგორიც იყო „ფოტოგრაფების საქმე“. „კარტოგრაფების საქმე“ არის ერთი კაცის ხუშტურით თვითგადარჩენის ინსტიქტით მამოძრავებელი და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთა, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ივანიშვილის. ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პირველი ნოღაიდელი გავარდა და დავანებოთ თავი ბნელ ოთახში კატის ძებნას, 2008 წლის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, პუტინის გვერდზე პირველი ნოღაიდელი იდგა. ისტორიის ინტერპრეტაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ფაქტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია, მძევლად აყვანილი და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესები, ისტორია, კულტურა გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს“, - განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)