22:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 13:43:16, 799 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.

მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 135 800 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს.

ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 10 მილიონი ლარის  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics