|
2015-09-18 17:08:36, 1073 ნახვა
სამხედრო
„დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში სსსტც „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა. მემორიალური დაფა „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. მათ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორი გაიხსენეს და ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებას ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი პირები და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება. ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი კვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს, ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)