03:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 08:29:31, 479 ნახვა

საზოგადოება
კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ტურისტული მიზნით ჩასვლა აიკრძალა

კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ტურისტული მიზნით ჩასვლა აიკრძალა.

ამის შესახებ საქართველოს სალეჩომ გერმანიაში განაცხადა.

„ტურისტული მიზნებით მგზავრობა ნებადართული არ არის“ ,  - აცხადებს საქართველოს საელჩო გერმანიაში.

საელჩოში  აღნიშნავენ, რომ საქართველოდან მოქალაქეები გერმანიაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ წასვლას.

მიმავალმა პირებმა კი საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება შემდეგი პირებისთვის:

ჯანდაცვის პერსონალი,

მომვლელები,

კვალიფიციური მუშა-ხელი,

სეზონურად დასაქმებულნი,

სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი,

სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი.

გერმანიის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და გადაუდებელი ოჯახური მიზეზებით მოგზაურნი,

დიპლომატები,

საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები,

სამხედრო პერსონალი,

ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.

პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

ტრანზიტული მგზავრები.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics