|
2015-09-18 16:35:32, 505 ნახვა
საზოგადოება
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლებმა მდინარე არაგვიდან, წყლის სინჯები აიღეს. წყლის სინჯების აღების პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძეც ესწრებოდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"ლაბორატორიის თანამშრომლები კი ნედლი წყლის ხარისხს შეისწავლიან. აღსანიშნავია, რომ „სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა“ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წლის 18 სექტემბერს დაარსა. რაც მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ჩართულობის გაზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)