07:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 16:13:46, 391 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: ივანიშვილს ჩემი დაკავების შესახებ პატაკი მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ, მერე იძინებს

„თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი საათნახევარში განახლდება.

მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად საათნახევარი მისცა, უგულავა კი, პროცესის 1 კვირით გადადებას ითხოვდა.

აქედან გამომდინარე, როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის განახლების შემდეგ საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს.

უგულავას თქმით, თუ კი მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე,  მისი საბოლოო სიტყვის თქმის გარეშე გამოიტანს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

უგულავას შეფასებით, ამით დადასტურდება, რომ ბრალდებულის დასკვნით სიტყვას სასამართლოში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ სასამართლო დღესვე გამოიტანს განაჩენს, ეს უპრეცედენტო იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნით სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მოვითხოვე ერთი კვირა, რეპლიკების სტადიის შემდეგ საბოლოო სიტყვის სათქმელად. პროკურატურას რეპლიკები არ ჰქონდა. თქვენ გინახავთ პროკურატურა, რომელიც ამ უფლებით არ სარგებლობს? ამის კოლეგა პროკურორი გუშინ რწყილს აკავებდა. ამიტომ, ეს ერთადერთ რამეს ემსახურება – მზის ჩასვლამდე ივანიშვილს პატაკი ჩააბარონ. მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე იძინებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დაბინავდება იქ, სადაც იყო აქამდე. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ქართული ვარიანტია, გამოცხადების დაჭერის ქრონიკა“, – განაცხადა უგულავამ და აქვე დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ გამორიცხავს, რომ „მოსამართლემ სახე შეინარჩუნოს და პროცესი ერთი კვირით გადადოს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics