2020-10-08 10:57:03, 624 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანისთვის ერთადერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღიდან სომხების ეთნიკური წმენდაა
სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის ერთადერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღიდან სომხების ეთნიკური წმენდაა.
ამის შესახებ ფაშინიანმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვარ პირველი მონაწილე ლიდერი მოლაპარაკებებში, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს მეორე მხარის მოსახლეობისთვისაც. მთელი პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად არ მიიღო ეს მიდგომა. მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდა, სომხებისგან სრულად გაწმენდა და მთლიანად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცევა, რაც გენოციდის საფრთხეა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან