01:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 15:14:19, 550 ნახვა

საზოგადოება
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. 

როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია. 
ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ ქოროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. 

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს. 

ამ ბრალდებაზე  ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა. 

ცნობისთვის, ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics