03:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 12:57:53, 515 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკი - მამაკაცებს როგორც საბაზისო, ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ

მსოფლიო ბანკი ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მამაკაცებს როგორც საბაზისო ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ.

ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყანაში, ქალების ჩართულობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში და მათემატიკაში (STEM) მნიშვნელოვნად დაბალია მამაკაცებთან შედარებით.

„ხარისხიანი უმაღლესი განათლება უმნიშვნელოვანესია ადმიანებისთვის  სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უწყვეტი მიგრაციის მიუხედავად, ასევე ხელს შეუწყობს მაღალი დონის უნარ-ჩვევების მქონე შრომითი რესურსების შენარჩუნებას.

გენდერული განსხვავებები განათლებაში და ჯანდაცვაში რეგიონის მასშტაბით  შეზღუდულია და, არსებობის შემთხვევაში, ისინი ქალების სასარგებლოდ მეტყველებს. ფაქტიურად, ანგარიშის თანახმად, მამაკაცებს როგორც საბაზისო ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში, ქალების ჩართულობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში და მათემატიკაში (STEM) მნიშვნელოვნად დაბალია მამაკაცებთან შედარებით. ეს საკითხი საყურადღებოა, რადგან STEM დისციპლინებში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები სავარაუდოდ უფრო დიდი ალბათობით დასაქმდებიან და მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics