2020-10-06 17:44:19, 891 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის სამხრეთით ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო
სომხური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის სამხრეთით ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი „ფეისბუქზე“ წერს, აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე სარეზერვო ძალები და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გადაისროლა, მათ შორის ტანკები და არტილერია.
„მტრის შესაძლებლობების დიდი რაოდენობა უწყევტად ნადგურდება“, - აღნიშნავს ჰოვანისიანი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან