10:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 11:34:37, 517 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთში ვარდების სათბური აშენდა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბურში დარგულია 8000 ძირი ვარდი. მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე.  პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 210,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში ამჟამად საქმიანობაში 7 ადამიანია ჩართული.

„საქართველოს ბანკი სხვადასხვა დარგის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და ქმნიან მეტ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბური აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად  შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობის განვითარებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში ყველა დასაქმებულს. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ პროექტებს”, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics