08:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 11:30:11, 819 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე ევროკავშირის განცხადებაზე - ქვეყანა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან სრულ იზოლაციაში მოექცევა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

კაპანაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო და არ უსმენს დასავლელ პარტნიორებს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯებით საქართველო არათუ ჭაობში ჩაიხრჩობა, არამედ სრულ იზოლაციაში მოხვდება საერთაშორისო პარტნიორებისაგან.

 „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ და კლანის კონტროლის ქვეშ და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ეს პირველად არ მომხდარა, „ქართული ოცნების“, ამ შემთხვევაში, გზავნილი როგორც საზოგადოებისათვის, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის არის, რომ მათთვის მთავარი არის რას იტყვის ბატონო ბიძინა და არა ის თუ რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი.

ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან მალე უნდა დაესვას წერტილი, თორემ ასე თუ გავაგრძელეთ მარტო ამ ჭაობში კიარ ჩაიხჩობა მთელი ქვეყანა, არამედ ასევე სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებს კაპანაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics