2020-10-06 08:30:26, 535 ნახვა
პოლიტიკა
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება.
პროექტი, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ გააკეთა.
„6 ოქტომბრიდან პარლამენტში საბიუჯეტო პროცესს დავიწყებთ, მივიღეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია, თითქმის 1200 გვერდზეა წარმოდგენილი და ითვალისწინებს ყველა ტიპის ხარჯებს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან