04:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-04 17:34:56, 767 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია

დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით 6 თვის შემდეგ პირველი რეგულარული რეისი შესრულდა.

„ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია“ , - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ ლევან ცხადაძემ.

„მოხარულები ვართ, რომ 6 თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა. ამ ეტაპზე ფრენები შესრულდება კვირაში ერთი სიხშირით, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ეტაპობრივად დაემატება სიხშირეები და სხვა მიმართულებები. აეროპორტი მზად არის COVID 19-ის ეპიდემიის დროს დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით მოემსახუროს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს“ , - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრულმა კომპანიამ Wizz Air რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულები 6 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა.

ავიაკომპანია რეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს, არსებული რეგულაციების თანახმად კი, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics