2020-10-03 16:35:52, 1113 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის მათი დანაშაულებისთვის
აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის მათი დანაშაულებისათვის, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედი ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია, მიიღებს ყველა საჭირო ნაბიჯს და ზომას ამ მასიური დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.
აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის სომხების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის, ამ რეგიონში ტერორისტების შეყვანისა და რეგიონალური უსაფრთხოების დარღვევისთვის“, - განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან