16:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 12:34:27, 466 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მებრძოლების გადაადგილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მებრძოლების გადაადგილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„როგორც იცით დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე.

ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეუიარაღებული ფორმირებები თითქოს  და საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.

ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში  მშვიდობიან თანაცხოვრებას,  კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო , რომ გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას.

სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას  სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან

უსაფრთხოების ,საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ , რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics