05:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 00:26:37, 369 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: თუ არ შეცვლიან საარჩევნო სისტემას, „აბაროტს ავიღებთ“ და გავიმარჯვებთ

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო.  როგორც უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანია, არჩევნების გზით,  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

 უგულავას თქმით, აუცილებელია, რომ დღეს მოქმედი საარჩვნო სისტემა შეიცვალოს.

"მინდა, მივმართო ივანიშვილს. ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არამარტო მე, ვიყავი მისი პირადი პატიმარი, მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათვისუფლებთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ხალხი, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ არჩევნებში. ჩვენ სხვა გზას ვერ ვხედავთ. თუ შეცვლიან საარჩევნო სისტემას, კარგი იქნება მათთვის, არ შეიცვლიან სისტემას რომელშიც 2012- ში დავმარცხდით, "აბაროტს ავიღებთ" და გავიმარჯვებთ. "- განაცხადა უგულავამ.

მისივე შეფასებით, ქართული სახელწმიფოსთივის იქნება კარგი, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, გამოუშვან პოლიტპატიმრები. 

შეგახსენებთ, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა გაათავისუფლეს.

 სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.

 დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics