|
2020-10-03 11:06:21, 395 ნახვა
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) საქართველოს მიმართ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები დებატების გარეშე განიხილა და 2 საქმეზე („ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა. კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა. გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და
ამასთან, კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ კუთხით დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი შედეგები. მინისტრთა კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე მომჩივნებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამართალწარმოებაში და, სურვილის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვონ კომპენსაცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე და მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის დეკემბრის სხომაზე დაუბრუნდება.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)