06:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 10:54:18, 452 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულმა ექიმმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულმა ექიმმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა, - ამის შესახებ ექიმი ვახტანგ ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს.

ყიფიანს იმედი აქვს, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

„დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის.

იმედი მაქვს სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას”, - წერს ყიფიანი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics