|
2020-10-02 10:28:53, 1582 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა
„თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჩვენს ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა", - ამის შესახე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გაიზარდა. მინისტრმა ჯარისკაცებისთვის კვებითი, სამედიცინო, საბინაო პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით აღჭურვის თემას. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისათვის, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვის კუთხით განხორციელებული პროექტები: „ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. გავუზარდეთ მათ დაფინანსება. ასევე, ამერიკის დახმარებით, ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის აშენდა რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში. გაძლიერდა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაციის სახით იღებენ ასი ათას ლარს. ასევე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ 1000 (ათასი) ლარი“, - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა 5000-მდე მოქმედი, ყოფილი სამხედროსა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ბინების დაკანონების, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემის, შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულად შესრულდება 2007 წელს, 2000-ზე მეტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის წინაშე აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულება 2013 წელს დაიწყო და მანამდე პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯარის ინსტიტუციური მართვის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)