14:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 13:11:08, 597 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნის და სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დაუჭერს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ იღებს პოლიტიკურ  ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ პრემიერობის თანამდებობაზე მხარს არც მიხეილ სააკშვილს დაუჭერს.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებასთან ერთად „ევროპული საქართველო“ იღებს სხვადასხვა რეფორმის შესრულების ვადლებულებას, რომელიც გაწერილია პარტიის  ვალდებულებათა ბარათში და „ხელშეკრულებაში ხალხთან“.

„ „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე. მეორე - არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობს. ხაზს ვუსვამთ, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ შემთხვევისგან, ვისთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით; ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics