|
2015-09-17 17:56:41, 591 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის „რელიგია და სამართალი“ ფარგლებში გამოცემული წიგნის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე“ პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი აერთიანებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9-ე მუხლზე - „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საქმეში მოკლედაა გადმოცემული ფაქტები, მხარეთა არგუმენტები და სასამართლოს შეფასება, რაც, როგორც სპეციალისტებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს, საშუალებას მისცემს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)