2020-10-01 09:30:52, 666 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხური არმიის დისლოკაციის ადგილს მთელი ღამე ბომბავდა
ღამის შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანმა, სომხეთის არმის დისლოკაციის ადგილას არტილერიული დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, განადგურებულია მძიმე ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბახის ე.წ თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ წუხელ შეტაკებების შედეგად სომხურმა მხარემ 23 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მსოფლიო ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდებენ. ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს საქართველოც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,