|
2015-09-17 14:49:18, 664 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია 17:00 საათზე განიხილავს
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პარტიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია დღეს განიხილავს. სხდომა 5 საათისთვის ჩაინიშნა. „თბილსერვისისა“ და რიყირს ეპიზოდებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ადვოკატებმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. პროცესის გადადების სურვილი ბრალდებულმა გიგი უგულავამაც გამოთქვა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკსვნითი სიტყვის თქმას ვერ შეძლებს. „ამ განსახილველი საქმის შინაარსობრივი კონცენტრაციის მოხდენა შეუძლებელია ასეთ ვითარებაში. ამაზე ვიფიქრო. ამიტომ გადადეთ პროცესი. მეორე სხდომაც მე მეხება, ეს სხდომაც და ორად ვერ გავიჭრები“, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი დააკმაჰოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას და გადაიდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელიც „თბილსერვისისა“ და რიყის ეპიზოდებს აერთიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)