07:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 16:43:16, 578 ნახვა

საზოგადოება
2020 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს რეიტინგი გლობალური ინოვაციების ინდექსით 15 ადგილით გაუარესდა - IDFI

2020 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს რეიტინგი გლობალური ინოვაციების ინდექსით (GII) 15 ადგილით გაუარესდა და 48-დან 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

●        დასავლეთ აზიის და ჩრდილო აფრიკის ქვეყანათა ჯგუფში საქართველო რეიტინგით მე-6 ადგილს იკავებს 19 ქვეყნიდან;

●        მიუხედავად გაუარესებული რეიტინგისა, საქართველო კვლავ დადებით ტენდენციებს ავლენს მთლიან შიდა პროდუქტისა და ინოვაციურობის თანაფარდობის თვალსაზრისით;

●        საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინას, რუსეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს.

„2020 წლის შედეგები თვალსაჩინოს ხდის კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics