|
2020-09-29 15:28:01, 512 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით
„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით“, - ამის შესახებ ცესკომ განაცხადა. მათი ინფორმაციით, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში. „ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას. მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის მცდელობა: ზემოაღნიშნული ორგანიზაციები და ასევე აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აცხადებდნენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წელს რეკომენდაციებში აღნიშნულ და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ მთაწმინდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ. ამასთან, ჯერ კიდევ გუშინ, 28 სექტემბერს, ცესკომ დილიდანვე საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყების თაობაზე და მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს უფლებამოსილების ფარგლებში დაკვირვებოდნენ მიმდინარე პროცესებს. მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“, - განაცხადეს ცესკოში.
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)