11:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 00:13:03, 414 ნახვა

პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიის რეგიონიდან ორმოცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, სამი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ვასილ ჩიგოგიძემ და ოზურგეთის შტაბის წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

„ ჩვენ, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი საამაყო გმირები და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას.  სწორედ ასეთი გმირების თავდადება იქცა მომავალი თაობების ნამდვილ მაგალითად, მათი თავგანწირვა გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება.  27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  ტრაგიკული ფურცელია", აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

დღესვე, კანდიდატი საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის თემურ ჭიტაძისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის, სეფერთელაძე ნუკრის ოჯახებს ესტუმრა.

„მინდა ამ ადამიანებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო, მივუსამძიმრო და თანავუგრძნო. ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება თითოეული მათგანის გვერდით", - ვასილ ჩიგოგიძე.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics