11:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 18:42:24, 642 ნახვა

პოლიტიკა
ფაშინიანი - ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომმა შესაძლოა დიდი მასშტაბები შეიძინოს და რეგიონს გასცდეს. - ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

„მოვუწოდებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ფოკუსირებული იყოს ამ სიტუაციის სერიოზულობაზე. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

დღეს დილიდან ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა მთიან ყარაბაღზე.

აზერბაიჯანის ინფორმაციით, კი ეს იყო პასუხი აზერბაიჯანული სოფლების დაბომბვისა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 
სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics