07:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 09:44:33, 1430 ნახვა

საზოგადოება
27 წელი სოხუმის დაცემიდან - საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიოტრიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და აფხაზეთის ომი ქართულმა მხარემ წააგო.

საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 1993 წელს 16 სექტემბერს კი დადებული შეთანხმება დაირღვა, სეპარატისტებმა აფხაზეთის დაუცველი ქალაქები დაბომბეს, რუსეთის ფედერაციამ სიტყვა არ შეასრულა.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics