2020-09-26 22:39:19, 511 ნახვა
კომენტარი
რატიანი შატილის ავარიისას დაშავებულებზე - სამივე გონს მოვიდა და იმ ხალხს კითხულობენ, რომლებიც მათ ავარიის დროს ახლდნენ
„სამივე გონს მოვიდა და იმ ხალხს კითხულობენ, რომლებიც მათ ავარიის დროს ახლდნენ, ამის თქმის უფლება ჯერ არგვაქვს“ , - ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტებს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ, ამიტომ ამ ეტაპზე პაციენტებთან ნევროლოგები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
"ამ ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ნამდვილად არ გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ. ჩართულები არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები, და ალბათ დასჭირდებათ გარკვეულ პერიოდში ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია რომ გაიარონ. ჯერ ტრამვის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემის ლიკვიდაცია განახორციელონ და მერე რა გარემოში ცხოვრობენ, რომ აღიქვან", — განაცხადა რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,