|
2015-09-17 09:43:17, 735 ნახვა
სამართალი
ბაქრაძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პატივი სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაათავისუფლოს გიგი უგულავა
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პროგრესულად აფასებს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პროკურტატურა და ხელისუფლება საქართველოში ვერცერთ ადამიანს ვეღარ დააპატიმრებს და ვერ გააჩერებს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი პერიოდით "მინდა მივულოცო საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნივნელობა აქვს. დაწყებული ამ წუთიდან, ვერცერთ ადამიანს საქართველოში, პროკურტატურა და ხელისუფლება, ვეღარ დააპატიმრებს და ვერ გააჩერებს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი პერიოდით. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უდაოდ არის ძალიან პროგრესული. ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ გიგი უგულავა იმყოფება ანტიკონსტიტუციურ პატიმრობაში და ის არის უკანონო პატიმარი. ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ისე, როგორც სხვა ოპოზიციის ლიდერები. მოსამართლე ტურავას სრულიად სამარცხვინო ქმედებამ ნათლად დაანახა საზოგადოებას საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ მიმდინრე პროცესი, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს - ამ წუთის მდგომარეობიდან, გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და მისი პატიმრობაში გაჩერება, თუნდაც ერთი ზედმეტი საათი, არის სისხლის სამართლის დანაშაული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მას უკანონო პატიმრობაში დატოვებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება, პატივი სცეს სასამართლოს, კანონს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და ბატონი ტურავას მსგავსი სამარცხვინო მანიპულაციებით დროის გაწელვის ნაცვლად, დაუყოვნებლივ აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს გიგი უგულავა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)