|
2020-09-26 13:05:40, 501 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა
22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი" და ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ი.მ.-ს კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას დახერხილ წიწვოვან ხის მასალაში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები (მონოხამუსის ოჯახის ხოჭოს (monochamus spp) მატლები) აღმოჩნდა. ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შემოტანილი ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და მათი საკვების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის ნაწილს (6 ცალი 50-გრამიანი შეფუთვა) თან არ ახლდა ვეტერინარული სერტიფიკატი. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ შემთხვევაში, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. მეორე შემთხვევაში კი კანონით დადგენილი პროცედურების თანახმად - განადგურებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)