08:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 20:21:02, 439 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც.  ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენს ქალაქში აუცილებელია მსგავსი სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაწმინდის რაიონში არც ერთი უბანი არ დარჩეს სკვერისა და რეკრეაციული სივრცეების გარეშე. ახალი სკვერების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ სკვერებსაც ვუტარებთ სრულ რეაბილიტაციას. ოლივერ უორდროპის სახელობის  სკვერიც ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სრულად განახლდება, რომელიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე.  სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 468 377 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics