|
2015-09-16 18:56:23, 1108 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფილმის - „ალექსანდრე ქართველიშვილი“ ჩვენება გაიმართა
ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფილმის - „ალექსანდრე ქართველიშვილი“ ჩვენება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია „ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა წაიკითხა. მან მსმენელებს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების შესახებაც მიაწოდა. ლელა ქართველიშვილის თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართველი ავიაკონსტრუქტორის ოცნების განხორციელებას - ქართული სამხედრო ავიაციის განვითარებას. ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელები ავიაკონსრუქტორის მოღვაწეობის საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი დეტალებითაც დაინტერესდნენ. „ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოება“ მომავალში, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან აშშ-ში მოღვაწე სხვა ცნობილი ქართველების საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები სხვადასხვა უწყებაში გაიმართა. იგეგმება ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფისა და მისი სახელობის სკვერის გახსნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული 19 სექტემბერს ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)