2020-09-24 19:03:31, 606 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - ტაქსებში 3 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნის საკითხი შესაძლოა გადაიხედოს
„ტაქსებში 3 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნის საკითხი შესაძლოა გადაიხედოს“ , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველ საბჭოს სხდომაზე განიხილა ყველა საკითხი და არ გამორიცხავს, რომ ეს შეზღუდვაც მოიხსნას.
“რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ტაქსებში სამ კაცზე მეტის ყოფნა გადაიხედოს, გამორიცხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ და არაკეთილსინდისიერ ქცევას ადგილი არ აქვს მძღოლების მხრიდან” , - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,