2020-09-24 18:23:09, 798 ნახვა
კომენტარი
ჟორჟოლიანი - მგონია, რომ უმრავლესობით ოპოზიცია უნდა მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში
„მგონია, რომ უმრავლესობით ოპოზიცია უნდა მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში“ , - ამის შესახებ ჟურნალისტმა და „ენმ“-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც აღარ უნდა ჰქონდეს.
“მიშამ ძაან დამარწმუნა რომ ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი გადის 2020 წლის არჩევნებზე და მეც ასე მგონია, რომ უმრავლესობით ოპოზიცია უნდა მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ უნდა ჰქონდეს ქართულ ოცნებას. ახლა კიდევ მივხვდი იმას, რომ ძაან მნიშვნელობა აქვს ამ რაღაცა პატარ-პატარა ადგილებსაც კი” , - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,