|
2020-09-24 15:06:23, 561 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ცესკო-ს წევრ დავით კირთაძეს მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ცესკო-ს წევრ დავით კირთაძეს მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს. ბერდია ლომიძის განცხადებით, აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან. „მინდა გამოვეხმაურო, 2020 წლის 18 სექტემერს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს, რომელშიც გაშუქდა ცესკოს 2020 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულ სხდომაზე ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ წარადგინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა, რომლის წარდგენით დავით კირთაძეს ჰქონდა მცდელობა მოეხდინა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაცია. ამით ის ამტკიცებდა, რომ თითქოს ფოტოები არის უახლოეს პერიოდში გადაღებული და ამით ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ თითქოს ამჟამად დავდივარ „ქართული ოცნების“ შტაბში და ვიღებ დავალებებს. განვმარტავ, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან. ჩემს საქმიანობაში ვარ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. გასული პერიოდის კანონიერ საქმიანობას არავითარი შემხებლობა არა აქვს დღევანდელ პოზიციასთან და არ შეიძლება გახდეს ჩემი საქმიანობის შეფასებისა და შეზღუდვის საფუძველი. შესაბამისად, დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა და სწორი ფაქტების გახმოვანება მოეთხოვება საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს. შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე ვაპირებ შესაბამის კანონიერ რეაგირებას“, - წერს ბერდია ლომიძე. https://www.facebook.com/100051122296229/posts/172903837757025/
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)