|
2015-09-16 15:32:39, 1076 ნახვა
სამხედრო
GFP: საქართველო სამხედრო თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი ქვეყანაა
საქართველო სამხედრო თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი ქვეყანაა. ამის შესახებ Global Fire Power-ის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ჯარების სიძლიერის რეიტინგშია ნათქვამი. სამხედრო სიძლიერით საქართველო მსოფლიოში 75–ე ადგილას იმყოფება. მას რეიტინგში ყველა მეზობელი უსწრებს: რუსეთი (მსოფლიოში მე–2 ადგილი), თურქეთი (მე–10), აზერბაიჯანი (67–ე) და სომხეთი (74–ე). რეიტინგის შედგენისას, საიტი ტერიტორიის სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკური სიძლიერით, ჯარებისა და შეირაღებისა და სამობილიზაციო რესურსების რაოდენობით ხელმძღვანელობს. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, იაპონია და თურქეთი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)