|
2020-09-24 12:16:00, 506 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - გვაქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს. ნანა გუგუტიშვილი აღნიშნავს, რომ ბრეგვაძესთან გამოძიების პროცესში ამოცნობის პროცესი არ ჩატარებულა. „ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება იქნება მამხილებელი ბრალდებულებთან მიმართებაში. დღეს კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება იქნება მამხილებელი“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დღეს საქმის „ოქროს მოწმე“, ფოტოგრაგი იაკობ ბრეგვაძე გამოიკითხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)