|
2020-09-24 11:24:19, 488 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მათი ხელისუფლების პირობებში, ამ ქუჩებზე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების ბათუმის სარაგბო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ფონდი „ქართუს" დაფინანსებით. აგრეთვე, მრავალფუნქციური სპორტული კომლექსი, რომლის მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა. სპორტული ობიექტი 23 000 კვ მეტრზე მოეწყობა და ის 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობები დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვანი შენაძენი, დამატებით ახალ სიცოცხლესა და დატვირთვას შესძენს სრულიად რეგიონს. „ჩვენი ყოველდღიური ურთიერთკომუნიკაცია მოსახლეობასთან არ წყდება. ვისმენთ მათ რჩევებს, მოსაზრებებს. თუმცა, მათი მხრიდან, იკვეთება რიგი პრობლემური საკითხები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში",- განაცხადა რესან კონცელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)