|
2020-09-23 21:45:53, 749 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი ცვლილებები, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება შეუძლებელი იქნება
„თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი, კარგად მოფიქრებული ცვლილებები, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი“ , - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ „ენმ“-ს ოფისში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს მატერიალურ პირობებში იმყოფებიან. “8 წელიწადია რაც საქართველოს მოქალაქეს უმძიმეს მატერიალურ პირობებში უწევს არსებობა. საქართველოს რეგიონების უმრავლესობა დაცლილი და გაღატაკებულია. ინფრასტრუქტურების ნაკადი შეწყვეტილი, ინვესტიციები გაყინული. პროექტები ცხადდება არჩევნების მოახლოებისას და არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტის თანხები, რომლებიც გამოყოფილია ამ პროექტებისთვის, ბიუროკრატიის და ხელისუფლების პირად და უძირო ჯიბეებში ილექება. უმუშევრობა, სიღატაკე, უიმედობა, უწყლობა, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და სკოლა და შესამაბისად, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია, სასამართლოს ოპოზიციის დამსჯელ ბერკეტად გამოყენება - ეს არის საქართველოს ყოველდღიურობა. თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი, კარგად მოფიქრებული ცვლილებები, ისეთი რეფორმები, როგორიც განხორციელდა 2003-დან 2012-წლამდე, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი” , - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)