|
2020-09-23 21:23:24, 651 ნახვა
პოლიტიკა
„ძალა ერთობაშია“-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ამის შესახებ პარტიამ „ენმ“-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნანუკა ჟორჟოლიანი 1999 წლიდან ჟურნალისტია, მისი კარიერა დაიწყო ტელეკომპანია "პირველ არხზე", 2001 წლიდან კი, მუშაობა დაიწყო "რუსთავი 2"-ში, 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში, 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“ და ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი. ნანუკა ჟორჟოლიანი დაჯილდოვებულია თამარ მეფის ორდენით. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის კონკურენტები ამავე ოლქში „ქართული ოცნებიდან“ გივი ჭიჭინაძე, „ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძე, ხოლო „ლელოდან“ თორნიკე ართმელაძე იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)