10:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 15:10:08, 517 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სააკაშვილმა თავისი ამბიციების გამო ჩაშალა

„გონივრული იქნებოდა  ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ენმ-ის მიერ „ევროპული საქართველოსთვის“  ერთიანი სიის შეთავაზებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილისა და სააკაშვილის მმართველობა 2012 წლამდე პერიოდში ყურებაა, რაც ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

„ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს და პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის „ევროპული საქართველო“, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები.

გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში,ხოლო ეს ჩაშალა სააკაშვილმა და საჯაროდ მოხდა  ეს ყველაფერი და რაიმე ახალი აღმოსაჩენი არც აქ არ იყო. ჩვენთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა და ეს იყო ცნობილი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ არაერთხელ.  თუკი ენმ გამოიჩენდა პასუხისმგებლობას, ეს იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა პირადად, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო.

ამიტომ, ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა, ივანიშვილის მმართველობა უნდა შევცვალოთ, მისი დარჩენა  ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა და ამავდროულად, სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ქვეყნისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამას აკეთებს ყოველთვის,სადაც ამის შესაძლებლობა არის,ხოლო სააკაშვილის და ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს გვატრიალოს იგივე წრეზე, ეს კი უნდა შეიცვალოს“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics