|
2020-09-23 12:54:40, 548 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს სუს-ის დავალებით ყალბ ინსტრუქციებს აძლევდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ცნობით, გუშინ ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რეგიონებში დაუკავშირდა პირი, რომელმაც მათ თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს. თინა ბოუჩავა ვარაუდობს, რომ ეს პიროვნება არის ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. „გუშინ, დღი მეორე ნახევარში ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოში და გურჯაანში დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც მას ჰქვია გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება სავარაუდოდ არის ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა, სწორედ საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით და მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიიონ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)