|
2020-09-22 14:53:53, 613 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა კვების საწარმო „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება. პროექტის მხარდასაჭერად საქართველოს ბანკმა 1 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო, რომელიც საწარმოს მშენებლობას და ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯამურად 1 500 000 ლარს შადგენს. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება. „სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში. „შპს მზა მზარეული“ გამოირჩევა მაღალი ხარისით, რომელზეც კომპანიისათვის მინიჭებული არაერთი სერტიფიკატი მეტყველებს. ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბანკის ჩართულობით „შპს მზა მზარეულს“ კიდევ ერთი საწარმო შეემატება, რაც წარმოების გაფართოებას და მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას უზრუნველყოფს. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, წაახალისოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, „შპს მზა მზარეული“ მის შვილობილ კომპაიასთან "მზა მზარეულ კეტერინგთან" ერთად ქართული კვების პროდუქტების ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობს. „მზა ზარეული“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ნახევარ ფაბრიკატებსა და მზა პროდუქციის სეგმენტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან, როგორიცაა კარფური და ნიკორა, ორი ნაბიჯი, ფრესკო, სპარი, კაფე კოფისტას ქსელი. „მზა მზარეული“ ყოველ დღიურად თავის პროდუქციას 300 მეტ კვების ობიექტს აწვდის მათ შორის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს, რესტორნებსა და ქითერინგულ კომპანიებს. კომპანიის მიერ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქცია 150 მეტი სახეობისგან შედგება და თითოეული პროდუქტი დამზადებულია ISO 9001, ISO 22000 და HACCP სტანდარტების ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად. უფრო მეტიც, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებთან, რათა გააკონტროლოს პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)