|
2020-09-22 14:19:18, 613 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მიგვაჩნია, რომ რამიშვილი საკუთარი თავის გარშემო გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს
ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საკუთარი თავის გარშემო ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. პროკურორმა უარყო, რომ გამოძიებამ რამიშვილის ტელეფონიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა. „გაურკვეველი მიზეზებით დატოვა მან საგამოძიებო პროცედურა, მან არ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი გარკევული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს საკუთარი თავის გარშემო. აქ არანაირად არ არის სხვა ინტერესი და არის მხოლოდ ფურცხვანიძისა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაცია. არანაირი ინფორმაციის კლონირება საქმესთან არაშემხებლობაში რაიმე მონაცემის მოპოვება არ ხდება. ის ორჯერ უკვე გაიქცა და არ მიიღო მონაწილეობა ინფორმაციის გამოთხოვაში“, - განაცხადა გუმბერიძემ. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად რამიშვილმა გამოძიების მიერ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)