|
2020-09-22 14:09:09, 844 ნახვა
სამართალი
რამიშვილი - გამოძიებას მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრება აინტერესებს, რათა ისეთი რამე იპოვნონ, რითიც ჩემს დაშინებას შეძლებენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. რამიშვილის განცხადებით, გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, ამიტომ მან ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. რამიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიებას მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს, რათა ისეთი რამე იპოვნონ, რითიც მის დაშინებას შეძლებენ. „მეგონა, რომ მოხდებოდა 6 ფოტოსურათის კლონირება და ამ დროს მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მთელი ღამის განმავლობაში. დღეს აღმოჩნდა რომ 70 ზარის, აუდიო მასალის გადმოწერა მოხდა სხვადასხვა ადამიანთან. თურმე ახლა მე უნდა დავჯდე გამომძიებლებთან და უნდა ვეძებო რამდენიმე ათას სურათში 6 ფოტო და ჩემს პირად ფოტოებს მათაც უნდა უყურონ. მაგათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრება. რამე იპოვონ ისეთი, რითიც ჩემს დისკრედიტაციას ან დაშინებას შეძლებენ. თუ რამის ეჭვი გააჩნიათ, თავისუფლად შეუძლიათ დანიშნონ ექსპერტიზა და ყველაფერი მოიპოვონ. ექსპერტიზას ვერ ნიშნავენ იმიტომ, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)