|
2020-09-22 12:39:00, 487 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რო შესაძლოა დააკავონ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო, მისი და მისი ოჯახის მიამრთულებით მუქარა და ცილისწამება მიმდინარეობს. „ეს არის ჩემს პირად სივრცეში უხეში შეჭრა, რომლის უფლებაც არავის არ გააჩნია. ეს არის კონსტიტუციით დაცული და არ შეიძლება. იმ დღიდან, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი ჩემი მისამართით მუქარა და გარკვეული ცილისწამებები, თვალთვალი ჩემი ოჯახის წევრებზე, დევნა ჩემს 23 წლის გოგოზე, რომელსაც დაბურულ მინებიანი „შკოდა“ დაყვება. არანაირი კითხვის ნიშანი არ ჩნდება, რომ ეს შემთხვევითობა არის. ოთხი საათი მიმდინარეობდა დაკითხვა იმაზე თუ როგორ მივეცი შეკვეთა, როგორ ვიცოდი რომ ეს იყო გაყალბებული, როგორ ვაიძულებდი, ვთხოვდი და ორგანიზებას ვუწევდი რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ყალბი. აი, ამაზეა გამოძიება ორიენტირებული“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილი მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება. პროკურატურის მტკიცებით, სმარტფონში ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)