03:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 10:48:30, 598 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, თუმცა ახალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა.

განცხადების თანახმად, საქართველოში 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება.

საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics